პოლიტიკური ესეი ფილმი. ინოვაციური თხრობის აქტუალური კინოფორმები საფრანგეთსა და გერმანიაში

სემინარი

2015 | 28. სექტემბერი - 02. ოქტომბერი | ყოველი დღის 11 საათიდან


გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
ზანდუკელის 16
0108 თბილისი


რეფერენტი – თომას ტოდე (ჰამბურგი)
კონცეფცია და ორგანიზატორი – სოსო დუმბაძე (კელნი)


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, გოეთეს ინსტიტუტის და საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი კულტურული პროგრამის »ელისეს« ხელშეწყობით

»ჩვენი ამოცანაა არა პოლიტიკური ფილმების კეთება, არამედ ფილმების პოლიტიკურად კეთება« (ჟან-ლიუკ გოდარი, 1960-იანი წლები) – ამ საპროგრამო განსაზღვრებამ ცენტრალური ევროპა მიიყვანა დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ჟანრის, »ესეი ფილმის«, აღორძინებასთან. 1968 წლისათვის ევროპელმა კინემატოგრაფისტებმა კინომედიუმი გამოიყენეს იმდროინდელი საზოგადოების ავტორიტარული მოდელების კრიტიკის ინსტრუმენტად.

საქართველოში ფილმის ეს კატეგორია, სამწუხაროდ, თითქმის უცნობია. დღესდღეობით კრიტიკული ესეი ფილმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოში ისეთივე აქტუალური შეიძლება გახდეს, როგორც ეს 1950-1980-იანი წლების დასავლეთ ევროპაში იყო.

თანამედროვე პოლიტიკური ესეი ფილმის სტრატეგია და მექანიზმები განახლდა – 1960-იანი წლების კინოავტორის არგუმენტაცია კომპილაციური მონტაჟით გამოიხატება; დიდაქტიკური თხრობა დღეს ფილმის დრამატურგიით შეიცვალა, კინოესეისტის არტიკულაცია კი მონტაჟით; ფილმის პოლიტიკური სათქმელი არა მხოლოდ მისი შინაარსით, არამედ ფილმის ესთეტიკითაც განისაზღვრება.

სემინარზე განიხილა ისეთი კინოესეისტების შემოქმედება, როგორებიც არიან – კრის მარკერი, ჰარუნ ფაროკი ჟან-ლიუკ გოდარი, ჰიტო შტეიერლი, მარგერიტ დიურასი, ანიეს ვარდა, ალექსანდრე კლუგე და სხვანი.


ამ კინოსემინარისათვის სა.გა.-მ ქართულ ენაზე გამოსცა კრის მარკერის, თომას ტოდეს და ჰარუნ ფაროკის კინოკრიტიკული ნარკვევების კრებული »პოლიტიკური ესეი ფილმი«

თარიღი
დასახელება
სახეობა
2019, 30.09.-05.10.
კლოდ ლანცმანი – ფილმი »შოა«
სემინარი
2018, 10.10.
კოტე მიქაბერიძე (ინგლისურენოვანი)
წიგნის პრეზენტაციები
2018, 04.10.
ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის »კაპიტალი«
მოხსენება
2017, 06.-20.11.
კოტე მიქაბერიძე
გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია
2015, 05.-07.10.
კინოავანგარდი
სემინარი
2015, 28.09.-02.10.
პოლიტიკური ესეი ფილმი. ინოვაციური თხრობის აქტუალური კინოფორმები საფრანგეთსა და გერმანიაში
სემინარი
2013, 30.09.-04.10.
კინოავანგარდი და პოლიტიკა. დიალოგი საბჭოთა და გერმანულ კინოავანგარდს შორის
სემინარი
2013, 08.10.
გერმანე გოგიტიძე »ქართული კინოს წარსულიდან«
წიგნის პრეზენტაცია
2008
რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«?
აქცია საქართველოს მაშტაბით
2008, 14.05.
რეზო კვესელავა »მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე«
წიგნის პრეზენტაცია
2007, 07.-09.05.
ვალტერ ბენიამინის აზროვნება და მისი აქტუალობა. მედია – კულტურა – საზოგადოება
სემინარ-ვორკშოპი
2006, 18.-21.09., 29.09.
კინომონტაჟის ასპექტები
ვორკშოპი