სახელმძღვანელო განსაზღვრულია იმ პირებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ ან მოგზაურობენ საქართველოში, დაინტერესებულები არიან ქართული კულტურით და სურთ ქართული ენის შესწავლა.
წერაკითხვის შესასწავლად შედგენილ 8 ილუსტრირებულ გაკვეთილს მოსდევს ქართული ენისა და გრამატიკის დასაუფლებად შედგენილი 28 გაკვე თილი, რომელთაგან ყოველში ერთგვაროვნად არის ინტეგრირებული შემდეგი მონაკვეთები:
– მოკლე დიალოგი თუ ტექსტი კონკრეტულ თემაზე ყოველ დღიური ცხოვრებიდან
– ქართული გრამატიკის წესები მოცემული მარტივი ტაბულებისა თუ სქემების სახით
– მცირე ზომის ქართული ლექსი
– გრამატიკული მასალის საილუსტრაციოდ შერჩეული ქართველი მწერლის მხატვრული ტექსტი
– ყოველ ამ მონაკვეთზე დართული ქართულინგლისური ლექსიკონი
– სავარჯიშოები, შედგენილი ახალი ლექსიკისა და გრამატიკული მიმართებების ასათვისებლად
სახელმძღვანელო სრულდება ქართული გრამატიკის კონსპექტით (ბოლო, 29-ე გაკვეთილი) და გრამატიკულ თემათა თუ ტერმინთა საძიებლით.
ავტორი: რუსუდან ასათიანი
სამეცნიერო რედაქტორი: აკად. თამაზ გამყრელიძე (†)
ქართული ნაწილის რედაქტორი: თამარ კალხიტაშვილი
ინგლისური ნაწილის რედაქტორი: დევი დუმბაძე
ილუსტრაციები: თ. ხვადაგიანი
დაკაბადონება: გიორგი ბაგრატიონი
ყდის დიზანი: ანი ასათიანი
გამომცემელი: სოსო დუმბაძე
ენა: ქართული, ინგლისური
მოცულობა: 240 გვერდი
ყდა: რბილი
ფორმატი: A5
გამოცემის წელი: 2023
ISBN: 978-9941-8-5554-2
სარჩევი და ნაწყვეტი წიგნიდან: PDF (406 KB)