კლოდ ლანცმანი – ფილმი »შოა«

სემინარი

2019 | 30. სექტემბერი - 05. ოქტომბერი | ყოველი დღის 11-17 საათი


დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი
ანტონ კათალიკოსის 3

0105 თბილისი


რეფერენტი – ტობიას ებრეხტი (იერუსალიმი)

კონცეფცია და ორგანიზატორი – სოსო დუმბაძე (კელნი)


საზოგადოებრივ გამომცემლობა სა.გა.-ს მიერ ორგანიზებული სემინარი, ფრანგული ინსტიტუტისა და გოეთეს ინსტიტუტის საქართველოში პარტნიორობით, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის ხელშეწყობით

სიტყვა »შოა« (ებრ. שׁוֹאָה) ებრაულ ენაზე განადგურებას, უკუნეთს, დიდ კატასტროფას ნიშნავს, რომელსაც ვერ აღწერ და ვერ წარმოიდგენ.

»მე არ ვიღებ ამ ფილმს, რომ გავიგო, არამედ, რომ არ გავიგო« – კლოდ ლანცმანი ფილმ »შოაზე«.

ებრაული წარმოშობის ფრანგი კინორეჟისორი, მწერალი და ჟურნალისტი კლოდ ლანცმანი, ფილმზე »შოა« (1985) თორმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა და ცხრასაათიანი უკვდავი კინომონუმენტი შექმნა ევროპელი ებრაელი უდანაშაულო ხალხის განადგურების ხსოვნის კულტურაზე.

ლანცმანის ამ ფილმის მთავარი თეზაა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მიერ ექვს მილიონ ებრაელთა – ქალებისა და კაცების, ბავშვებისა და მოხუცების – ინდუსტრიული მეთოდებით სისტემური განადგურება (ჰოლოკოსტი) აჩვენოს დანაშაულის სურათების გარეშე. ლანცმანისათვის მთავარია, ფილმის პროტაგონისტებს – მსხვერპლი, დამკვირვებლები, შემსრულებლები – კი არ გაეხსენებინებინათ, არამედ ხელახლა განეცადათ ეს კატასტროფა. ეს არის ამ სიმართლის საფასური, ამბობს ავტორი.

ამ პროექტით საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა. ეხმაურება ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ  გლორიფიცირებულ, გაუბრალეოებულ და დაკნინებულ აზრს შოას დანაშაულზე. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია 2008 წელს, ე. წ. აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე, ერთ-ერთი ცენტრალური ქართული ტელევიზიით ქვეყნის მასშტაბით გადაცემული ადოლფ ჰიტლერის 1932 წლით დათარიღებული ციტატა ქართველი რეზერვისტების კადრების ფონზე, რომელიც მოუწოდებს დაკარგული ტერიტორიების »მხოლოდ იარაღის ძალით« დაბრუნებას. ის კი, რომ აკადემიურ სივრცეში, სტუდენტებისა და ახალგაზრდებისათვის ცნება »ოსვენციმი« (გერმ. »აუშვიცი«) არ არის ნაცნობი, ამ კატასტროფის გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ.

ერთკვირიან კინოსემინარზე სრულად იქნება ნაჩვენები  ფილმის »შოა« ოთხივე ნაწილი (540 წუთი); აგრეთვე, ნაწყვეტი ალან რენეს ფილმიდან »ღამე და ნისლი« (საფრანგეთი 1955) და ფილმი »კლოდ ლანცმანი – შოას ხმა« (ადამ ბენზინე, დიდი ბრიტანეთი 2015).

კინოსემინარს გაუძღვება რეფერენტი ტობიას ებრეხტი (იერუსალიმი), იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის (The Hebrew University of Jerusalem) დოქტორი.

კინოსემინარი გაიმართება დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში 2019 წლის ოქტომბერში.

ამ დროისათვის მომზადდება ქართული თარგმანი  წიგნ-დიალოგისა »შოა« (300 გვ.), რომელსაც 2019 წლისათვის გამოსცემს საზოგადოებრივი გამომცელობა სა.გა.

სემინარი გაიმართება ქართული თანმიმდევრული თარგმანით, ხოლო ფილმები ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით.

კინოსემინარზე დასწრება თავისუფალია.

თარიღი
დასახელება
სახეობა
2019, 30.09.-05.10.
კლოდ ლანცმანი – ფილმი »შოა«
სემინარი
2018, 10.10.
კოტე მიქაბერიძე (ინგლისურენოვანი)
წიგნის პრეზენტაციები
2018, 04.10.
ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის »კაპიტალი«
მოხსენება
2017, 06.-20.11.
კოტე მიქაბერიძე
გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია
2015, 05.-07.10.
კინოავანგარდი
სემინარი
2015, 28.09.-02.10.
პოლიტიკური ესეი ფილმი. ინოვაციური თხრობის აქტუალური კინოფორმები საფრანგეთსა და გერმანიაში
სემინარი
2013, 30.09.-04.10.
კინოავანგარდი და პოლიტიკა. დიალოგი საბჭოთა და გერმანულ კინოავანგარდს შორის
სემინარი
2013, 08.10.
გერმანე გოგიტიძე »ქართული კინოს წარსულიდან«
წიგნის პრეზენტაცია
2008
რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«?
აქცია საქართველოს მაშტაბით
2008, 14.05.
რეზო კვესელავა »მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე«
წიგნის პრეზენტაცია
2007, 07.-09.05.
ვალტერ ბენიამინის აზროვნება და მისი აქტუალობა. მედია – კულტურა – საზოგადოება
სემინარ-ვორკშოპი
2006, 18.-21.09., 29.09.
კინომონტაჟის ასპექტები
ვორკშოპი