ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ

მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება გაეცნოს ქართულ ენაზე ცნობილი ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსისა და კულტურის მკვლევრის, ვალტერ ბენიამინის (1892-1940), ორ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს: »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში« (1935-1936) და »ისტორიის ცნების შესახებ« (1940).

პირველი წერილი ხელოვნების ნაწარმოების »აურის« დაკარგვის ახსნას გვთავაზობს და ამ მოვლენას ტექნიკური რეპროდუცირების პირობებით განსაზღვრავს. ამ ტექსტმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა 1960-იან წლებში და ის ფაქტობრივად იქცა მოწოდებად ხელოვნება გამოეყენებინათ არა ფაშისტური, არამედ სოციალურ-პოლიტიკური ემანსიპაციის მიზნით.

თეზისები »ისტორიის ცნების შესახებ« თავისებურად აჯამებს მსჯელობას ისტორიული მატერიალიზმის დანიშნულებაზე იმდროინდელი არაორთოდოქსული მარქსიზმის ფარგლებში.

გამოცემას ახლავს გერმანელი კინომცოდნის ქრისტოფ ჰესეს ანალიტიკური ტექსტი: »ვალტერ ბენიამინი და ფრანკფურტის სკოლა«.

ავტორი: ვალტერ ბენიამინი

გამომცემელი: დევი დუმბაძე, სოსო დუმბაძე

თარგმანი გერმანულიდან: დევი დუმბაძე

ენა: ქართული

მოცულობა: 115 გვ.

ფორმატი: A6

გამოცემის წელი: 2007, (2013)

ISBN: 978-99940-68-58-6

ჯიბის წიგნის სერია 2

წელი
სათაური
ავტორი
2018
კოტე მიქაბერიძე (ინგლისურენოვანი)
სოსო დუმბაძე
ნინო ძანძავა
2017
სარეჟისორო სემინარების სტენოგრამები 1933-1935
სერგეი ეიზენშტეინი
2017
კოტე მიქაბერიძე
სოსო დუმბაძე
ნინო ძანძავა
2016
ლუთერული წერილები
პიერ პაოლო პაზოლინი
2015
პოლიტიკური ესეი ფილმი
კრის მარკერი
თომას ტოდე
ჰარუნ ფაროკი
2015
იდეოლოგია და არარეგლამენტირებული გამოცდილება
დევი დუმბაძე
2013
ქართული კინოს წარსულიდან
გერმანე გოგიტიძე
2013
ინტელექტუალური მონტაჟი
სერგეი ეიზენშტეინი
2013
ადამიანი კინოაპარატით
ძიგა ვერტოვი
2012
განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები
თეოდორ ვიზენგრუნდ ადორნო
მაქს ჰორკჰაიმერი
2010
ქარის მხარდამხარ
აბას ქიაროსთამი
2008
კაგდატა ინ ჯორჯია
აკა მორჩილაძე
2008
მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე
რეზო კვესელავა
2008
რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«?
ფსიქიატრიასთან გამოცდილების მქონე პირთა გერმანული ასოციაცია
2007
ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ
ვალტერ ბენიამინი
2006
კინომონტაჟის ასპექტები
ჰანს ბელერი